logo
ENG


ღარიბაშვილი გახარიაზე: 2012-ში, პირველ ოქტომბერს მონაწილეობა არ მიუღია, ჩამოვიდა მოსკოვიდან
  • 1171ნახვები

2012 წლის პირველ ოქტომბერს მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, ჩამოვიდა მოსკოვიდან, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში, დაინიშნა ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, შს მინისტრი, პრემიერმინისტრი და მთელი გუნდი, პარტიის დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი სრულ ნდობას უცხადებდა ამ ადამიანს.

გახსოვთ ალბათ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული მისი მმართველობის დროს, რაც ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა. თუნდაც იმ კლუბების წარუმატებელი ოპერაცია, პანკისის წარუმატებელი ოპერაცია, შემდეგ გავრილოვის ღამის მართვა და ა.შ. რაშიც ქართულმა ოცნებამ ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი გადაიხადა. 

თქვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა