logo
ENG


გაბუნია: პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ, ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი
  • 1346ნახვები

არის გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები. ჩვენ პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ, ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი. აქ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა და ამდენად, პრევენციული ღონისძიებები, რომელიც აქამდე გვქონდა გატარებული, ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ არ მოხდეს კვლავაც ესკალაცია. 

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი. დაახლოებით ორი კვირაა ის პერიოდი, როდესაც შემთხვევების სტაბილიზაციას მოყვება გარდაცვალების სტაბილიზაცია. ჩვენი მოლოდინიც იმგვარია, რომ ოქტომბრის დასაწყისი მშვიდი უნდა იყოს, თუმცა მანამდე მოგვიწევს საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. 30 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის 1 915 შემთხვევა გამოვლინდა, 75 ადამიანი გარდაიცვალა.



ასევე ნახეთ
close დახურვა