logo
ENG


გაბუნია: ჟანგბადის მოხმარების ინტენსივობა ძალიან გაზრდილია, ქვეყნებიდან ხდება მისი იმპორტი
  • 745ნახვები

ჟანგბადის მოწოდების და მოხმარების ინტენსივობა არის ძალიან გაზრდილი. ამ გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება ჟანგბადის იმპორტი. ლოჯისტიკური პროცესი არის ძალიან დატვირთული, თუმცა ჯერჯერობით არცერთ კლინიკას ჟანგბადის მიწოდებაში პრობლემა არ შექმნია. ჩვენ ვთხოვთ კლინიკებს, რომ გამოიყენონ ჟანგბადის რაციონალური გამოყენების რეკომენდაციები, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს. ვინაიდან იყო შემთხვევები, როდესაც ჟანგბადის სისტემა იყო გახსნილი, ჟანგბადი იკარგებოდა და პაციენტი მას ვერ იყენებდა. იმისათვის, რომ მსგავსი ხარვეზები აღმოიფხვრას, ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია კლინიკებთან.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. 31 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4778 ახალი შემთხვევა.



ასევე ნახეთ
close დახურვა