logo
ENG


ხაზარაძე EU-ს დახმარებაზე: უარის თქმა არის სრული უპასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე
  • 810ნახვები

ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა არის სრული უპასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე როცა:

ყველაზე მეტი მოქალაქე გეღუპება ყოველდღიურად პანდემიის გამო,

როცა ყველაზე ღარიბი ქვეყანა ხარ,

როცა უმუშევრობა მაქსიმუმზეა, როცა სასამართლო კლანურია,

როცა ბავშვები შიმშილობენ... მეტს აღარ გავაგრძელებ...  ამ დროს, შენს მთავარ პარტნიორს პოლიტიკურ და ფინანსურ ხელშეკრულების შესრულებაზე უარს ეუბნები, სხვა არაფერი ჰქვია, რომ დეკლარირებულად ხარ რუსული ძალა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ხარ მოღალატე იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას თავი შესწირეს. მოღალატე ოკუპანტი ოცნების ხელისუფლება უნდა ჩამოშორდეს ქვეყნის მართვას.

ასე ეხმაურება ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ევროკავშირის ფინანსური დახმარებაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.



ასევე ნახეთ
close დახურვა