ფინანსური დახმარების მოთხოვნაზე უარი ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ქართველი ხალხი დარჩება ფინანსური დახმარების გარეშე, ასევე, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს კანონის უზენაესობაზე, შესაბამის და გამართულ სასამართლო სისტემაზე, საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს, დანიშნოს მოსამართლეები ისეთი სახით, რაც შეესაბამება ევროპულ სისტემას. ეს ნიშნავს რომ საქართველოდ დარჩება ევროპული კანონის უზენაესობის სისტემის გარეშე... ამას პასუხი უნდა გაეცეს ქართველი ამომრჩევლის მხრიდან, რომელიც საკმაოდ კარგად ხედავს, რა არის საჭირო საქართველოსთვის.
თქვა ფორმულას გადაცემა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა. მმართველი გუნდი ევროკავშირის დახმარებაზე უარს ამბობს, ევროკავშირი კი აცხადებს, რომ საქართველომ ვერ შეძლო, მიკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა.