logo
ENG


იუსტიციის მინისტრი: ურეკში ჩაიარა შტადლერის მატარებელმა - უცებ იბნევი, თავს გრძნობ ევროპაში
რატი ბრეგაძე
01 სექ, 2021 23:58
იუსტიციის მინისტრი: ურეკში ჩაიარა შტადლერის მატარებელმა - უცებ იბნევი, თავს გრძნობ ევროპაში
  • 3225ნახვები

რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი ურეკში და მივდიოდი ბათუმის მიმართულებით. გავჩერდი შლაგბაუმზე, სადაც ჩაიარა შტადლერის ახალმა მატარებელმა, რომელიც აქამდე არ იყო და უცებ გარკვეულწილად, ადამიანი იბნევი იმიტომ, რომ თავს გრძნობ ნამდვილად ევროპაში, როცა ხედავ ამ მატარებელს.

მას შემდეგ, რაც გაიხსნა შლაგბაუმი და დავიძარი ბათუმის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს დავინახე დენდროლოგიური პარკი, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამხელა ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, როდესაც საუბარი იყო ამ ხეების გადმოტანაზე. დღეს კი გვაქვს უმშვენიერესი პარკი, რომელიც მართლაც, რომ საოცრება არის. გავიხედეთ მარცხენა მხარეს და დავინახეთ მუსიკოსების პარკი, სადაც უამრავი ტურისტი, მართლაც რომ გაოცებული იყურებოდა. კიდევ მინიატურების პარკი და ბლექ სი არენა და ახალი გზით წავედით ბათუმისკენ და ახალი ავტობანით, სულ რაღაც 15-20 წუთში ვიყავით ბათუმში.

აი, მეგობრებო, ეს არის ის ნათელი ცვლილებები, რომელიც შეგვიძლია ვიხილოთ საკუთარი თვალით. 

თქვა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ვანის მერობის კანდიდატის წარდგენისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა