logo
ENG


ღარიბაშვილი: მთავარი საკითხი, რაც ტყიბულში მეშახტეებმა წამოაყენეს, ტურიზმის განვითარებაა
  • 1866ნახვები

ტყიბულში ვიმყოფებით და რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს ისტორიული ქალაქი გამორჩეულია თავისი სილამაზით, არაჩვეულებრივი ბუნებით და უზარმაზარი პოტენციალით ტურიზმის განსავითარებლად. მე ახლახან შევხვდი მეშახტეებს, მინდა, მათ საჯაროდ მადლობა გადავუხადო, გამოვხატო მათ მიმართ სოლიდარობა და მადლიერება. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, მათ ადგილზე გადავუწყვიტეთ საკითხები და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მათი მხრიდან იყო წამოყენებული, არის სწორედ ტურიზმის განვითარება. აქტიურად ვმუშაობთ ცხრაჯვარის პროექტზე და აუცილებლად გაკეთდება. სხვა ლოკაციებს შევისწავლით და აუცილებლად გავაკეთებთ ახალ ტურისტული მიზიდულობის ცენტრებს იმისთვის, რომ ტყიბულში რაც შეიძლება მეტი დამსვენებელი ჩამოვიდეს, მეტმა ნახოს, როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა ტურისტმა.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტყიბულის მერობის კანდიდატის წარდგენისას.




ასევე ნახეთ
close დახურვა