თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, სხვადასხვა პროგნოზული მონაცემებით, ყოველთვიურად დავზოგავთ 50-70 ადამიანის სიცოცხლეს. თუ 1 000 ადამიანი ორჯერ აიცრება, ეს არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე.
რთული მდგომარეობაა ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია რთულია და რომ გადავარჩინოთ ადამიანები და ადამიანთა სიცოცხლე, საჭიროა, რომ ყველამ დავიცვათ ეს რეკომენდაციები - პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრების თავის არიდება და აცრა.
თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ეპიდვითარებაზე საუბრისას. 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა.