logo
ENG


გუმბარიძე კეზერაშვილზე: გრძელდება იმ ადამიანების დევნა, ვინც ჩართულია მედია საქმიანობაში
  • 1162ნახვები

გრძელდება იმ ადამიანების დევნა, ვინც ჩართულია მედია საქმიანობაში. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ფორმულას იმიტომ, რომ აქამდე, სანამ ფორმულა არ არსებობდა, დავით კეზერაშვილი გამართლდა აბსოლუტურად ყველა სასამართლოში, ყველა ინსტანციაში. თადუმაძე არ არის მოსამართლე, თადუმაძე არის ხელისუფლების ნოტარიუსი და ის უბრალოდ აფორმებს გადაწყვეტილებას. შესაძლებელია, ხელისუფლებას უფრო სხვა გეგმებიც ჰქონდეს და ეს უკავშირდებოდეს თავისუფალი მედიის ფინანსურ მოგუდვას, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან რთული იქნება და თვითონ ეს ქეისიც ძალიან მალე წაღებული იქნება ევროპის სასამართლოში და ძალიან მალე დადგინდება ჭეშმარიტება.

ამბობს ფორმულას გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე.დღეს, 7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულას მფლობელს დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ეს არის დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი პირველი გამატყუნებელი განაჩენი.



ასევე ნახეთ
close დახურვა