logo
ENG


გახარია იმედს: მოვითხოვ თქვენს არხზე ნებისმიერ გადაცემაში პირდაპირ ეთერს!
  • 1184ნახვები

მივმართავ ტელეკომპანია იმედს, თქვენს ტელევიზიას ჯერ ნაციონალური მოძრაობა აიძულებდა და ახლა ორგანიზაცია ოცნება გაიძულებთ, "მოდელირებული ქრონიკებით", ცალმხრივი ინფორმაციით ასაზრდოოთ საკუთარი მაყურებელი!

ერთია, რომ არ აშუქებთ ჩვენს აქტივობებს, არც ერთ ჩვენს ღონისძიებას და საკუთარ მაყურებელს უმალავთ რეალობას, მეორე კი, რომ ყველას იწვევთ ეთერში, ყველას ალაპარაკებთ ჩვენზე, ალანძღინებთ ჩვენს თავს, ჩვენ კი, პასუხის საშუალებასაც არ გვაძლევთ!

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, არათუ მზად ვარ, არამედ, მოვითხოვ, თქვენს არხზე ნებისმიერ გადაცემაში პირდაპირ ეთერს!

წერს Facebook-ზე ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია ტელეკომპანია იმედის მისამართით.



ასევე ნახეთ
close დახურვა