ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ადამიანებს პირბადის არტარების გამო ნუ დავაჯარიმებთ. თუ შესაძლებლობაა, დავურიგოთ და მოვუწოდოთ. თუ ვინმეს არ აქვს პირბადე, კი არ დავაჯარიმოთ ტრანსპორტში, არამედ მივაწოდოთ მას პირბადე და ვუთხრათ - გაიკეთე ბატონო და იმგზავრე ისე. თუ დავიცავთ წესებს, რისკი ნაკლებია. თუ არ დავიცავთ, მოიმატებს.
თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.