logo
ENG


ელისაშვილი მერობის კანდიდატებს: თუ არ ხარ ნარკომანი, არ გიმაიმუნია, რად გინდა ამდენი ხვეწნა
  • 4157ნახვები

კანონი არ ავალდებულებს [ნარკოტესტს] მერობის კანდიდატებს. მე რომ 4 წლის წინ კანდიდატი ვიყავი, ტესტი არ ჩამიბარებია, მაგრამ მე რომ ახლა ვიყო მერობის კანდიდატი, აუცილებლად ჩავაბარებდი ნარკოტესტს იმიტომ რომ, აი ეს, ფეხს რომ ითრევენ კანდიდატები, ძალიან ცუდად გამოიყურებიან, თავს იმართლებენ... თუ არ ხარ ნარკომანი და არ გიმაიმუნია, ადექი და რად გინდა ამდენი ხვეწნა მუდარა. გახარია იქნება, მელია თუ ანა დოლიძე, მოვუწოდებდი რომ გაცილებით ღირსეული, საპასუხისმგებლო ქცევა იქნება, წახვიდე, ჩააბარო, თქვა, რომ აჰა, არაფერი არ მჭირს. არ მინდა მე ნარკომანი ქალაქის მერი. მე მარიხუანა გამისინჯავს და სხვა მძიმე ნარკოტიკი აპაპაპა. 

თქვა პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში. ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მან შარდის ანალიზი ჩააბარა და ნარკოტიკზე "სუფთაა". მან იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა სხვა კანდიდატებსაც.



ასევე ნახეთ
close დახურვა