მზად ვარ ვიდებატო, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თექვსმეტივე ერთად დაჯდეს, ცალ-ცალკე ნამდვილად არ არიან საინტერესონი. მე ყველას პატივს ვცემ, ჩემთვის რომელიმეს გამოყოფა არ იქნება სწორი. არაფრით არ განსხვავდება გიორგი გახარია ანა დოლიძისგან, რიჩარდისგან ან ნებისმიერი სხვა კანდიდატისგან, ისევე, როგორც ნიკა მელია ან თუნდაც სხვა. მზად ვარ, ყველას დავუჯდე დებატებში.
თქვა ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.