logo
ENG


ნიკა მელია სააკაშვილზე: მე მის ადგილზე უკვე საქართველოში ვიქნებოდი
ნიკა მელია
11 სექ, 2021 23:21
ნიკა მელია სააკაშვილზე: მე მის ადგილზე უკვე საქართველოში ვიქნებოდი
  • 644ნახვები

იმ მნიშვნელოვან ეტაპზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ევროპისა და პუტინის რუსეთის გზაგასაყარზე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, აქვს ბუნებრივია სურვილი და უფლება, იყოს ამ პროცესებში ძალიან აქტიურად ჩართული, მათ შორის, ფიზიკურად. რა გასაკვირია, რომ მიხეილ სააკაშვილს ამის სურვილი აქვს, გაუჩნდა და გეგმავს საქართველოში ჩამოსვლა. მე მის ადგილზე უკვე საქართველოში ვიქნებოდი და აუცილებლად ჩამოვიდოდი, არ დაგიმალავთ, ბევრჯერ მითქვამს. იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული გამოწვევა. ყველაფერთან ერთად, ჩვენ ჭკუით უნდა ვაჯობოთ ქართულ ოცნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მივცეთ პროვოკაციასა და დესტაბილიზაციაში დადანაშაულების შესაძლებლობა, რომელსაც მერე საერთაშორისო საზოგადოებაც აჰყვება, ანუ, ჭკუით უნდა ვაჯობოთ.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა