logo
ENG


ხაზარაძე: მე პრო ქართული და პრო, პრო, პრო ქართველი ადამიანი ვარ
  • 798ნახვები

ვისთან ვითანამშრომლებ - ჩემთვის ამოსავალი წერტილი არის პირველი, რომ ეს უნდა იყოს პრო დასავლური და მოდით, კიდევ ერთხელ ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, რას ნიშნავს ეს პრო დასავლური. მე რომ მკითხოთ, მე პრო ქართული და პრო, პრო, პრო ქართველი ადამიანი ვარ, ისევე, როგორც თქვენ.

პრო დასავლურობა ადამიანებს უკვე ლამის შეაძულონ და მე მინდა, ეს კარგად ავუხსნა ჩვენს საზოგადოებას, რომ მე ისე მიყვარს ეს ქვეყანა, როგორც ნებისმიერ თქვენგანს, მაგრამ მე ვხედავ ჩემი ღირებულებების, იგივე ილია ჭავჭავაძე ვახსენეთ, მამულის, ენის და სარწმუნოების გადარჩენას და ტერიტორიის გადარჩენას იმ საზოგადოებაში, იმ ცივილურ სამყაროში, რომელიც აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, გვეხმარება დემოკრატიულ ინსტიტუტების მშენებლობაში, 30 წელი გვეხმარება ფინანსურად, გვეხმარება ჯარის ფეხზე დაყენებაში, ამიტომ ბუნებრივი არჩევანია ეს ჩემთვის, რომ ჩვენმა შვილებმა ამ ცივილიზაციისკენ იარონ.

აი, ეს არის პრო დასავლურობა და ახლა აქ მიდის ამის ანტიპროპაგანდა და ჩვენ ვიცით, როგორი პროპაგანდა მიდის, ეს გაიგივებულია რაღაც უკუღმართულ ცხოვრებასთან, გაიგივებულია ისეთ რაღაცებთან, რომელიც არაფერ კავშირში არ არის იმ ღირებულებებთან, იგივე ოჯახის ღირებულებებთან, რაც ევროპაშია და თუნდაც ამერიკაში. 

თქვა ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში კითხვის პასუხად, ვისთან ითანამშრომლებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა