logo
ENG


ხოშტარია: 2 ოქტომბერს ვაკეთებთ არჩევანს ადამიანის ღირსების, პატივისცემის სასარგებლოდ
  • 1477ნახვები

ქართული ოცნება შეეხო ყველაზე ძვირფასს, ამაზე მაღალი ფასეულობა უბრალოდ არ არსებობს. ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, თავისუფლება. ადამიანის თავისუფლება არის სრულიად შეზღუდული პირდაპირი, მასიური, ტერორისტული, რეპრესიული საბჭოთა თვალთვალით.

ადამიანის სიცოცხლე არის საფრთხეში ჩვენი ქალაქის ქუჩებში და ჩვენ ეს ვნახეთ არამხოლოდ 5 ივლისს, არამედ 5 ივლისის შემდეგაც. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ბრძოლა, რომელშიც ყველას გვაქვს არჩევანი, ჩვენ არავის დავუტოვებივართ არჩევანის გარეშე და ჩვენი არჩევანი არის იმის თქმა, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ არ ვნებდებით, არ ვშინდებით, ჩვენ არ ვაპირებთ, გავხდეთ ტერიტორია, სადაც ადამიანებს კლავენ, ჩვენ მივდივართ და ვაკეთებთ არჩევანს ადამიანის ღირსების, თავისუფლების, პატივისცემის სასარგებლოდ. სწორედ ეს არის არჩევანი, რომელიც ჩვენ გვიდგას 2 ოქტომბერს.

განაცხადა დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ ბრიფინგზე. 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ აყურადებენ და უთვალთვალებენ სასულიერო პირებს, დიპლომატებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკურად აქტიურ პირებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა