logo
ENG


გახარია: "ოცნებამ" 100%-ც რომ აიღოს, რიგგარეშე არჩევნები მაინც ჩატარდება
  • 799ნახვები

ოცნებამ 100%-ც რომ აიღოს, რიგგარეშე არჩევნები მაინც ჩატარდება. ქვეყანა კარგად და ცუდად [კი არ იმართება], ქაოსია ჩვეულებრივი. ერთი გამოვა, რაღაცას იტყვის. მერე 180 გრადუსით დატრიალდებიან, სხვა რამეს ამბობენ. დღეს ქვეყანაში წესრიგის დამყარებაა საჭირო. დღეს, სახელმწიფოს მშენებლობა კი არა, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში მიღწევები გვაქვს, იმასაც ვერ შევინარჩუნებთ. 

თქვა გიორგი გახარიამ ფორმულას ეთერში. შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, თუ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდი 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმება ქართულმა ოცნებამ 23 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა და ამ დათქმაზეც უარი თქვა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა