logo
ENG


რიჟვაძე: ბათუმში აშენდება პალმას მსგავსი ახალი ხელოვნური კუნძული
  • 1461ნახვები

ჩვენ უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმას მსგავსი ახალი ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ ძალიან სიღრმისეულ კვლევებს. ბათუმში იქნება, დაახლოებით იმის მსგავსი, რაც დუბაიშია. მოწვეული იქნება საერთაშორისო არქიტექტორები, დიზაინერები, მშენებლები. როგორც კი ამ ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტის სიცოცხლისუნარიანობა დამტკიცდება, ძალიან მალე დაიწყება მისი მშენებლობაც. რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განხორციელდება. ეს იქნება, ერთი მხრივ, უნიკალური პროექტი. ჩვენ შევძლებთ, მსოფლიო პროგრესს კიდევ უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ახალი ტურისტული ლოკაციის გაჩენა. 

თქვა აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ იმედის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა