logo
ENG


გახარია იმედის ჟურნალისტებს: გიდასტურებთ პატივისცემას და შევდივარ თქვენს მდგომარეობაში
  • 3466ნახვები

მივმართავ ტელეკომპანია იმედის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გავიგე, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ და ამუშავებულ პროპაგანდისტულ კამპანიაში ტყუილებით ჩაერთეთ. აღარ ვსაუბრობ ცალმხრივ გაშუქებასა და იმაზე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უარს ამბობთ ეთერში ჩემს მოწვევაზე, აქ უკვე ვსაუბრობ იმაზე, რომ გუშინ ავსტრიიდან ალაპარაკეთ ჟურნალისტს ის, რისი დამადასტურებელი ერთი ფაქტი, ერთი წინადადებაც კი, ვერ წარმოადგინეთ და პირდაპირ წამომიყენეთ ბრალდება.

იქვე თქვით, რომ ძალიან გაინტერესებდათ, ამაზე რა პასუხს გაგცემდით. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, პატივი ვცეთ თქვენს მაყურებელს, ჩვენს მოქალაქეებს და მივცეთ შესაძლებლობა პირადად ჩემგან პირდაპირ ეთერში მოისმინონ ეს პასუხი.

ამისთვის მზად ვარ, თქვენს არხზე დავჯდე პირდაპირ ეთერში, სადაც ექსკლუზიურად მოგიყვებით ნარკოტესტთან დაკავშირებით ოცნების მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციაზე და ასევე, ავსტრიაში ჩემი ერთდღიანი ვიზიტის შესახებ. აქვე, მინდა ვუთხრა ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტებს - გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და შევდივარ თქვენს მდგომარეობაში.

ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ტელეკომპანია იმედის ეთერში გასულ ჩართვას ავსტრიიდან. სიუჟეტში ჟურნალისტი ავტრიელ ექიმს დაჟინებით ეკითხება, იყო თუ არა გიორგი გახარია მის კლინიკაში ნარკოტესტირებაზე, ექიმი კი მას პაციენტის კონფიდენცილურობის დაცვის მიზეზით არაფერს პასუხობს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა