logo
ENG


გახარია გავრილოვზე: შეცდომა იყო ამ ღონისძიების ორგანიზება, საქართველოს პარლამენტში ჩატარება
  • 1051ნახვები

გავრილოვის შემოშვება/არშემოშვება იყო ტექნიკური საკითხი, ამ ღონისძიების ჩატარება/არჩატარება იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საკითხი. მე მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი. პოლიტიკურმა ისთებლიშმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩემი/ჩვენი ამოცანა იყო ამ გადაწყვეტილების შესრულება და შევასრულეთ. ჩვენ ჩვენი აზრი გამოვთქვით - იმ ვაჟბატონთან გავრილოვთან ერთად კიდევ 3 ადამიანი იყო, რომელიც მივაბრუნეთ უკან, რადგან მათ დარღვეული ჰქონდათ კანონი ოკუპაციის შესახებ და მათთან სამართლებრივი ინსტრუმენტი არსებობდა. არც გვიკითხავს - საზღვარი დავუკეთეთ და გათავდა. შეცდომა იყო ამ ღონისძიების ორგანიზება, შეცდომა იყო ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება, შეცდომა იყო ამ ღონისძიების პარლამენტში ჩატარება, რასაც მოჰყვა ყველაფერი ის, რაც მოჰყვა. ამის გამო პოლიტიკური ფასი გადაიხადა ყველამ, საბოლოო ჯამში ქვეყანამ.

შსს-მ თავის აზრი გავრილოვის შემოშვება/არშემოშვებასთან დაკავშირებით დააფიქსირა მკვეთრად. ჩვენ გამოვთქვით აზრი, რომ ამ კაცის შემოსვლა იწვევდა მაღალ რისკებს. რა მნიშვნელობა აქვს ვინ მიიღო გადაწყვეტილება. დეტალები გამოძიებამ გაარკვიოს.

განაცხადა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფორმულას გადაცემაში საქართველო ირჩევს



ასევე ნახეთ
close დახურვა