ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ყველაფერზე, რაც იმ ღამით მოხდა, პასუხისმგებელი ვარ მე. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რაც ასევე ნათქვამი მაქვს, იგივე რომ განმეორდეს, ზუსტად ისე მოვიქცევი, პასუხისმგებლობით ვამბობ ამას
განაცხადა პარტია საქართველსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ ფორმულას გადაცემაში საქართველო ირჩევს. გავრილოვის ღამეს, სპეცოპერაციის დროს 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტებიც, ხოლო სამმა ადამიანმა თვალი დაკარგა.