logo
ENG


დოლიძე: ზურაბიშვილი თანდათან დისტანცირდება ოცნებისგან და ადგება მარგველაშვილის გზას
ანა დოლიძე
28 სექ, 2021 16:12
დოლიძე: ზურაბიშვილი თანდათან დისტანცირდება ოცნებისგან და ადგება მარგველაშვილის გზას
  • 571ნახვები

როდესაც ამგვარი განცხადებები კეთდება ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც არის პრეზიდენტი, მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლოა ქვეყნისთვის. კოალიციური მმართველობის თემა ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში მოუმზადებლად შემოვიდა.

რას ნიშნავს კომპრომისები, დათმობა და მოლაპარაკება დღევანდელ პოლიტიკურ ელიტებს არ ესმით. ამიტომ როდესაც პრეზიდენტი მიუთითებს, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკოსებს მოუწევთ კოალიციური მმართველობის იდეაში გათვითცნობიერება.

აშკარაა, სალომე ზურაბიშვილი თანდათან დისტანცირდება ქართული ოცნებისგან და ადგება გიორგი მარგველაშვილის გზას. სხვაობა ისაა, რომ ეს ხდება უფრო გვიან. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა დაიკავოს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა და ჩამოშორდეს პარტიული წარმომადგენელის ფუნქციას.

 

ასე შეაფასა პარტიის ანა დოლიძე-ხალხისთვის ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ პრეზიდენტის განცხადება კოალიციური მთავრობის აუცილებლობასთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა