logo
ENG


უგულავა: სააკაშვილის ადგილი საქართველოშია - სამარცხვინოა, როცა მესამე პრეზიდენტი იდევნება
გიგი უგულავა
28 სექ, 2021 18:13
უგულავა: სააკაშვილის ადგილი საქართველოშია - სამარცხვინოა, როცა მესამე პრეზიდენტი იდევნება
  • 16242ნახვები

სააკაშვილი მოდის საქართველოში და არა - ხელისუფლებაში. ეს მინდა ვუთხრა ყველას, მის მომხრესაც და ყველა მის მოწინააღმდეგესაც. მოგეხსენებათ, მიშას ჰყავს ან ძალიან გულმხურვალე მომხრეები, ან ძალიან გულმხურვალე მოწინააღმდეგეები, ყველა უნდა გავუფრთხილეთ ნერვებს. სააკაშვილი ჩამოვა და სააკაშვილის ადგილი არის საქართველოში. სრულიად სამარცხვინოა, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იდევნება. ეს დევნა უდევს საფუძვლად მომდევნო პოლიტიკურ ციკლში, წინა ხელისუფლების და ამ შემთხვევაში, ქართული ოცნების დევნას. ეს ნიშნავს მორევს და ამ მორევიდან გამოსასვლელი არის ერთადერთი გზა. ეს არის 2000 წლიდან მოყოლებული მილენიუმის აქტი, რომელიც მოიცავს ფართომასშტაბიან, სრულფასოვან ამნისტიას. 

თქვა გადაცემა კომენტარში ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში 2 ოქტომბერს ბრუნდება.



ასევე ნახეთ
close დახურვა