logo
ENG


ღარიბაშვილი რიგგარეშეზე: დათქმა აღარ არსებობს, არავითარი არჩევნები არ დაინიშნება ქვეყანაში
  • 604ნახვები

ჩვენ გამოვედით ხელშეკრულებიდან, ეს იყო ანტიკონსტიტუციური, უსამართლო ჩანაწერი. ჩვენ მაშინ მხედველობაში მივიღეთ ზოგადი ფონი, რაც ქვეყანაში არსებობდა... აქედან გამომდინარე, ჩვენ არავითარი საფუძველი არ გვაქვს იმისა, რომ თეორიულად მაინც განვიხილოთ რიგგარეშე არჩევნები.

ერთი რამ უნდა დავიმახსოვროთ: ყველამ კარგად გავიგოთ, რომ ამ ქვეყანაში კანონებს და კონსტიტუციას პატივი უნდა ვცეთ, არჩევნებს პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ მილიონმა მოქალაქემ, ჩვენმა მხარდამჭერმა მოგვცა მანდატი და მხარი დაგვიჭირა, ეს მანდატი განსაზღვრულია ოთხი წლით. აქედან გამომდინარე, აღარაფერი არ არსებობს, სხვა არავითარი დათქმა, პირობა აღარ არსებობს. არავითარი არჩევნები არ დაინიშნება ქვეყანაში. სამი წელი უნდა იყოს აღმშენებლობის, განვითარების წლები.

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა