logo
ENG


კობახიძე: მადლობა ღმერთს, ქვეყანას ყავს ის პრემიერმინისტრი, რომელმაც იცის კანონის ფასი
  • 1468ნახვები

[გიორგი გახარია] ნაცმოძრაობისთვის გადადგა თანამდებობიდან და ახლა ლაპარაკობს იმაზე, რომ ოცნებას აინტერესებს თურმე სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში. თუ რამეში შეიძლება ეს გვაინტერესებდეს, არის ის, რომ კანონი უნდა აღსრულდეს, სამართალი უნდა აღსრულდეს და სააკაშვილს მიეჩინება ადგილი იქ, სადაც უნდა მიეჩინოს. პრემიერი აღარ არის გიორგი გახარია, შესაბამისად, არც დაკავების კუთხით არ გვექნება პრობლემები. ქვეყანას ჰყავს, მადლობა ღმერთს, დღეს ის პრემიერმინისტრი, რომელმაც იცის კანონის ფასი და რომელიც კანონის აღსრულებას დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა