logo
ENG


დოლიძე სააკაშვილზე: სად ბრძანდება შს მინისტრი? გამობრძანდნენ, ჩაგვაბარონ ანგარიში
ანა დოლიძე
01 ოქტ, 2021 13:16
დოლიძე სააკაშვილზე: სად ბრძანდება შს მინისტრი? გამობრძანდნენ, ჩაგვაბარონ ანგარიში
  • 948ნახვები

ამ სიტუაციაში პირველ რიგში, ანგარიშვალდებულება უნდა მოვთხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს ნინიას ბაღია თუ ქვეყანაა? აფგან მუხტარლი თბილისის ცენტრიდან ადგა და გაქრა და მეორე დღეს აღმოჩნდა ბაქოში, ბადრი ესებუა გაქრა და აღმოჩნდა სადღაც, მიხეილ სააკაშვილი იქიდან აქ აღმოჩნდა და თურმე ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ვაწარმოოთ გამოძიება? სად ბრძანდება შს მინისტრი? სუფთა პოლიტიკური ელფერის გარეშე, ვინმე აკონტროლებს თუ არა ამ ქვეყნის საზღვრებს, ეს კითხვები გვაინტერესებს.

ოცნების 23-ე და ქვედა რგოლებს ალაპარაკებენ, კეთილი ინებოს და უმაღლესი თანამდებობის პირებმა, ვისაც აბარია ჩვენი უსაფრთხოება... ამ შემთხვევაში სააკაშვილზე არაა, პირველი შემთხვევაა, რომ ვისაც უნდა მოდის და ვისაც უნდა გადის? ეს უკვე სისტემურ ხასიათს იღებს, ჩვენ გვჭირდება დაცულობის შეგრძნება, ათასი მცდელობა იყო უკვე, ხან ვინ შემოვიდა შეკვეთილი მკვლელობის აღსასრულებლად და მე მგონი, მართლა ნინიას ბაღია ეს ქვეყანა, კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ და ჩაგვაბარონ ანგარიში. ვინმე არის პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში?

ამბობს მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე.  დღეს, სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება. შსს-ში ამბობენ, რომ მას საზღვარი არ გადმოუკვეთავს, ოცნებაში კი ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის.



ასევე ნახეთ
close დახურვა