ჩემი თანაგუნდელები არ ამბობდნენ ტყუილს, ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ. მეც ვფიქრობდი, რომ სააკაშვილი არ იყო საქართველოში, ვერც დავიჯერებდი... ჩვენ გვაჩვენეს ვიდეო, მე გავეცი მარტივი პასუხი, არ მჯერა, რომ სააკაშვილი არის საქართველოში და სიმართლე გითხრათ, ის ვიდეო ნამდვილად მეგონა აწყობილი გრაფიკა
განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ამბობდნენ მმართველი გუნდის წევრები მთელი დღის განმავლობაში, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება.