ვიტყვი, რომ ეს არჩევნები და ეს დღე შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, როგორც საფრთხის თვალსაზრისით, თუ ჩვენ ჩვენი ნება ახლა ვერ ვაჩვენეთ, ისე გარღვევის თვალსაზრისით, რომ ჩვენს ისტორიულ ამოცანას დავუახლოვდეთ და ეს მისია შევასრულოთ, რომ გავაღწიოთ ამ პოსტსაბჭოთა ჭაობიდან და ვიყოთ ქვეყანა, რომელიც არის ნაწილი თავისუფალი სამყაროსი, რასაც შეეწირა უამრავი თაობა, რაზეც ჩვენი საზოგადოების დამფუძნებელი პიროვნებები, როგორც ილია ჭავჭავაძე იყო, რასაც შეწირეს სიცოცხლე და ჩვენ ახლა ჩვენი ერთი ხმით შეგვიძლია ამას მივაღწიოთ.
განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ხმის მიცემის შემდეგ.