logo
ENG


ხოშტარია: ამომრჩეველმა ქვეყანაში საკუთარი ძალა ანახა და მნიშვნელოვანი გარდატეხა მოიტანა
  • 424ნახვები

უკვე ფაქტია, ამომრჩეველმა მთელ ქვეყანაში საკუთარი ძალა ანახა. მიუხედავად ყველა უნამუსობისა, რაც ჩვენთვის სიახლე არ იყო, ხალხმა საარჩევნო აჯანყება მოაწყო და მნიშვნელოვანი გარდატეხა მოიტანა.

ეხლა უნდა ვკონცენტრირდეთ რეფერენდუმის მეორე ტურზე, სადაც დიდი უპირატესობაა და რაც მთავარია მოქმედების რწმენა და ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე.

მე საკრებულოში ვერ შევალ, მაგრამ ზუსტად ისეთივე შემართებით გადავეშვები საერთო ბრძოლაში და მივიყვანთ ბოლომდე.

P.s ის რომ დროამ 2 პროცენტი აიღო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სულ ახალი წამოწყება ჩემი აზრით ამომრჩეველმა კარგად მიიღო დასაწყისისთვის. ეხლა მთავარია არჩევნები და ნორმალირი პოლიტიკური პროცესი დავიბრუნოთ და მერე დროაც და ბევრი სხვა გეგმაც განხორციელდება.

წერს facebook-ზე დროას ლიდერი ელენე ხოშტარია. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მინიმუმ ხუთ ქალაქში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება



ასევე ნახეთ
close დახურვა