ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებს საქართველოში ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად და ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდათ ხოლმე.
ახლა, როცა ეგონათ, რომ საბოლოოდ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური და აქედან რამდენიმეში წინ არის ნაციონალური მოძრაობა. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - არამხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ მეტად ვიბრძოლეთ. ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია. ვამაყობ თქვენით.
წერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში მიხეილ სააკაშვილი. მისი წერილი ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა წაიკითხა.