logo
ENG


სტოლტენბერგი: ეს არ მოხდება ხვალ, მაგრამ უკრაინა და საქართველო იქნებიან NATO-ს წევრები
  • 1406ნახვები

მხოლოდ NATO-ს წევრებმა, საქართველომ და უკრაინამ უნდა გადაწყვიტონ, როდის იქნებიან ეს ქვეყნები მზად გაწევრიანებისთვის და არა - რუსეთმა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და უკრაინის ძალისხმევას რეფორმების გატარებისა და NATO-ს სტანდარტებთან დაახლოების კუთხით. როცა 30 წევრი შეთანხმდება, რომ ეს ქვეყნები მზად არიან, ისინი NATO-ს წევრები გახდებიან. ეს არ მოხდება ხვალ, მაგრამ უკრაინა და საქართველო იქნებიან NATO-ს წევრები. ამიტომ მინდა მივმართო ჩვენს მოკავშირეებს და ამის შესახებ ჯო ბაიდენსაც ვესაუბრე, უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა და მეტი გავაკეთოთ ასპირანტი ქვეყნებისთვის. გაწევრიანებამდე უნდა დავეხმაროთ მათ ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში. რეფორმების გატარებასა და კორუფციასთან ბრძოლაში. ეს არის ის, რასაც  მე NATO-ს შიგნით ვაცხადებ და იმედი მაქვს, მომავალი სამიტისთვის ამბიციური გადაწყვეტილებამდე მივალთ.

თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჯორჯთაუნის უნივერსტეტში გამართულ დისკუსიაზე.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა