logo
ENG


ბოკერია ღარიბაშვილზე: ამ ბოდვის დამწერი რომ მართავს ქვეყანას ფორმალურად მაინც, ეს საფრთხეა
გიგა ბოკერია
06 ოქტ, 2021 14:17
ბოკერია ღარიბაშვილზე: ამ ბოდვის დამწერი რომ მართავს ქვეყანას ფორმალურად მაინც, ეს საფრთხეა
  • 971ნახვები

ივანიშვილის გამორჩეული კლოუნის მცდელობა ფსიქოანალიზის და ვითარების შეფასების, უბრალოდ ბოდვაა, რომელიც ბევრად მეტს გვეუბნება მასზე და იმ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე რომელშიც არის ივანიშვილი და მისი გარემოცვა. როცა ასეთი ბოდვის დამწერი ადამიანი მართავს ქვეყანას ფორმალურად მაინც ეს არის უაღრესად დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და სამწუხაროდ, ეს საფრთხე ჯერჯერობით განმუხტული არ არის. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის მეორე ტურებში ამ საფრთხის მორყევას და დაახლოება იმ ამოცანასთან, რასაც ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლების შეცვლა ჰქვია.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ეხმაურება. პრემიერმინისტრმა დღეს, 6 ოქტომბერს წერილი გაავრცელა, სადაც სააკაშვილის "რევოლუციურ განზრახვასაც" განიხილავს და აცხადებს, რომ 3 ოქტომბერს ენმ-ს დაგეგმილ აქციას წყლის ჭავლითა და მხუთავი აირით დაშლიდა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა