logo
ENG


ოცნების დეპუტატი: ევროპარლამენტარების განცხადება სახარება არ არის
  • 1276ნახვები

ზედმეტი დრამატიზირება პოლიტიკოსების განცხადებების ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით არ არის საჭირო. ევროპარლამენტარები დამოუკიდებელი ადამიანები არიან და ყველაფერი შეუძლიათ თქვან. არ უნდა გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპარლამენტარების განცხადება სახარება არ არის. 

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა მაკა ბოჭორიშვილმა მთავარი არხის ეთერში. ცნობისთვის, გუშინ ევროპარლამენტარებმა განცხადება გაავრცელეს და  პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება გააკრიტიკეს. მათი შეფასებით, "EU-ს ქვეყნებში ასეთ განცხადებას დაუყოვნებლივ გადადგომა მოჰყვებოდა".



ასევე ნახეთ
close დახურვა