logo
ENG


გიული ალასანია: დღეს ჩემი შვილი, პოლიტპატიმარი შიმშილობს, რომ აღდგეს სამართლიანობა
  • 2462ნახვები

დიდი მადლობა ყველას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მე ვგრძნობ ჩემი შვილის მიმართ და ამ სამართლიანი ბრძოლის მიმართ, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს. ჩვენ დღეს მდუმარე აქცია გვაქვს, დაგვატყდა მორიგი ტრაგედია.

დღეს ჩემი შვილი, პოლიტიკური პატიმარი შიმშილობს, იმიტომ, რომ მას უნდა აღდგეს აქ სამართლიანობა, რომ აშენდეს სამართლიანი სახელმწიფო, სადაც ადამიანები არ დაისჯებიან განსხვავებული აზრისთვის. ამ პატარა სახელმწიფოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს და არ ეცხოვრებათ ამ ადამიანებს, ყველა გაქცევაზეა  და ჩემი შვილი იმისთვის შიმშილობს, რომ ასე არ იყოს, რომ ყველა ნიჭიერი ადამიანი, მიუხედავად მათი აზრის განსხვავებულობისა იყოს ბედნიერი თავის ლამაზ ქვეყანაში

თქვა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობის მდუმარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის რუსთავის ციხეშია და შიმშილობს.



ასევე ნახეთ
close დახურვა