არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ჩვენ არ გვქონია სხვა პარტიებთან კომუნიკაცია კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით, ჩვენი მთავარი დღის წესრიგი ახლა არის, რომ მოვუწოდოთ ადამიანებს, მივიდნენ მეორე ტურებზე და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მისცენ ხმა იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება უნდა დასრულდეს ყველა შემთხვევაში.
თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა. პირველ ტურში ის ოპოზიციის საერთო კანდიდატი იყო ჩუღურეთის რაიონში.