logo
ENG


გაბუნია: დღევანდელი მაჩვენებელი უჩვეულოდ მაღალი მატებაა, ამას განსაკუთრებით შევისწავლით
  • 524ნახვები

დღევანდელი მაჩვენებელი არის ძალიან საყურადღებო, ჩვენ ამას განსაკუთრებით შევისწავლით. გარკვეული მატება ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო, თუმცა გარკვეულწილად უჩვეულოდ მაღალ მატებაა დღევანდელი ციფრი, თუნდაც სამშაბათის ციფრებიდან გამომდინარე. ამას დამატებით მოკვლევა მოჰყვება. ბოლო რამდენიმე დღეა 2500-დან 3000-მდე მერყეობს მაჩვენებლების რაოდენობა. ბუნებრივია, ამას ხელს უწყობს მობილობა და აცრების შედარებით დაბალი მაჩვენებელი. არ არის საკმარისი ის იმუნური ფენა, რომელიც დღეს ჩამოგვიყალიბდა, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი შეუშალოს. ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ სკოლებს აქტივობა არ შეფერხდეს.

თქვა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნია. დღეს, 12 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 37 პაციენტი გარდაიცვალა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა