logo
ENG


სააკაშვილი: ვერ ვიქნები ქვეყნის განადგურების გვერდიდან მაყურებელი, ამას სიკვდილი მირჩევნია
  • 695ნახვები

რატომ ვარ დღეს საქართველოში - მე აქ ვარ, რადგან ვერ ვიქნები ბედნიერი, თუნდაც ჩემთვის ძალიან ახლობელ უკრაინაში, ვერ ვიქნები სხვაგან, როცა ამდენ სისასტიკეს და უბედურებას ვხედავ ჩემს უსაყვარლეს სამშობლოში. უემოციოდ ვერ ვუყურებ მასობრივად როგორ გარბის ჩვენი ქვეყნიდან ხალხი და როგორ ცარიელდება საქართველო ყველაზე ნიჭიერი და მშრომელი ადამიანებისგან. ვერ ვიქნები ჩვენი სამშობლოს განადგურების გვერდიდან მაყურებელი, ამას სიკვდილიც მირჩევნია. ამიტომაც აქ ვარ, აქ ვარ და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი დავრჩე და ამით ჩემი წვლილი შევიტანო რეჟიმის დამარცხებაში, ქართველი ხალხის ბრძოლაში - სიღატაკის, კორუფციის, უსამართლობის, ნგრევის წინააღმდეგ. ქართველ ხალხთა ერთად წინ აღვუდგე ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც პუტინის რუსეთში მიათრევს ჩემს სამშობლოს. ყველამ ერთად არ უნდა დავუშვათ ეს და საქართველო უნდა დავაბრუნოთ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე. ვაქციოთ დემოკრატიის, რეფორმების და განვითარების შუქურად. ისტორიას ჩავაბაროთ ის სიბნელე, სიღატაკე, უსამართლობა და ნგრევა, რომელიც ივანიშვილის ოცნებამ მოუტანა. ამისთვის ყველანი უნდა გავერთიანდეთ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ციხეში მყოფნი და თავისუფლებაზე მყოფნი.

 

წერია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელსაც ის ციხიდან ავრცელებს და თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს მიმართავს



ასევე ნახეთ
close დახურვა