logo
ENG


სააკაშვილი: გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს ქვეყნას და საზოგადოებას სჭირდება დიდი შერიგება
  • 1451ნახვები

ახლა რაიმე ნიშნით დაყოფის დრო არ არის, არც პარტიული არც რაიმე სხვა ნიშნით. საქართველოს გამოხსნის და გადარჩენის დროა. ამისთვის ყველაზე საჭიროა დღეს ერთიანობა. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს ქვეყნას და საზოგადოებას სჭირდება დიდი შერიგება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება და ზიზღის ფრქვევა ერთმანეთის მიმართ და მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან უკანონო პატიმარი, მაგრამ გარეთ პირველ რიგში ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ. კიდევ ერთი რევანში და შურისძიება მორალურად გაანადგურებს ჩვენს საზოგადოებას და საბოლოოდ დაანგრევს ჩვენს ქვეყანას.

 

წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელსაც ის ციხიდან ავრცელებს. წერილი ადვოკატმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე წაიკითხა



ასევე ნახეთ
close დახურვა