logo
ENG


უგულავა სააკაშვილზე: ვარ ამაყი როგორც არასდროს, შერყეული რწმენა გამიმთელდა
გიგი უგულავა
14 ოქტ, 2021 19:45
უგულავა სააკაშვილზე: ვარ ამაყი როგორც არასდროს, შერყეული რწმენა გამიმთელდა
  • 1054ნახვები

მეგობრებო, სანამ ჩვენ თვითონ არ ვნახეთ, რომ მიშამ ყველა ბარიერი გადალახა და მოვიდა აქ, ბევრს არ გვეგონა, ბევრი ვფიქრობდით რომ ეს არ შედგებოდა, ბევრი ვფიქრობდით რომ ეს ტყუილია, ბევრი ვამბობდით რომ ეს ბლეფია, ზოგი ბუენოს-აირესიდან, ზოგი ტრუსკავეციდან გვესალმებოდა, მაგრამ მეგობრებო, დადგა მომენტი და დრო და მან თავისი საქმე გააკეთა. მე ვარ ამაყი როგორც არასდროს, იმიტომ რომ მეც შერყეული რწმენა გამიმთელდა ადამიანისა და მეგობრის მიმართ, ის არის აქ, ის არის ყველაზე თავისუფალი, ის არის ყველაზე თამამი, მან მოგვცა მაგალითი ბრძოლის და ჩვენ აღარ გვაქვს უკან დახევის უფლება.

განაცხადა ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა