logo
ENG


კობახიძე: როგორც კი მეორე ტური მორჩება, სააკაშვილი აღარ უნდა ინარჩუნებდეს აქტუალობას
  • 60986ნახვები

[მიხეილ] სააკაშვილი ჯერ კიდევ ინარჩუნებს აქტუალობას ციხეში, გამომდინარე იქედან, რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი. 2 კვირა გვექნება ეს წინასაარჩევნო პერიოდი და ეს თემა დარჩება აქტუალური, მაგრამ როგორც კი მეორე ტური მორჩება, არათუ სააკაშვილი, ნაცმოძრაობაც აღარ უნდა ინარჩუნებდეს აქტუალობას. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სააკაშვილი დარჩება ციხეში 6 წელი, რანაირად შეინარჩუნებს აქტუალობას? ნაცმოძრაობა იქნება ნული აქტუალობით მოსარგებლე ძალა. მანამდე, ბევრი უნდა ვისაუბროთ იმ სიმახინჯეებზე, რაც დაკავშირებულია ნაცმოძრაობის ყოფნასთან ხელისუფლებაში და ოპოზიციაში.

 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში ინტერვიუს დროს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა