logo
ENG


მეუფე შიო: საუბრობენ შერიგებაზე, ზოგჯერ უნდა მოვიკვეთოთ ბოროტი ადამიანი ცხოვრებიდან
მეუფე შიო
17 ოქტ, 2021 16:59
მეუფე შიო: საუბრობენ შერიგებაზე, ზოგჯერ უნდა მოვიკვეთოთ ბოროტი ადამიანი ცხოვრებიდან
  • 3097ნახვები

მინდა, თქვენი ყურადღება იმაზეც გავამახვილო, რომ აქ ჩამოთლილი ხერხების გარდა, ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ.

დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან.

განაცხადა პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირმა საკვირაო ქადაგებისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა