logo
ENG


სერგეენკო: იქნება შეზღუდვები, რომელიც განასხვავებს ვაქცინირებულს და არავაქცინირებულს
  • 1261ნახვები

ეპიდვითარება ცალსახად უარესდება, ტალღების თვლას უკვე არანაირი აზრი არ აქვს, მე-5 იქნება, მე-7 თუ მე-12. შეზღუდვები სამწუხაროდ პანდემიის განუყოფელი ნაწილია. მე ვფიქრობ უკვე ასპარეზეე გამოვა შეზღუდვების ნაწილი, რომელიც განასხვავებს ვაქცინირებულს და არავაქცინირებულს. არავაქცინირებულთათვის განხორციელდება ის შეზღუდვები, სელექტიურად, რაც მართლა უკვე ძალიან მძიმე გადასატანია ყველასთვის, მაგრამ ეს არის ის ფასი, რაც უნდა გადავიხადოთ იმაში, რომ ამდენი ადამიანი არ მოკვდეს დღეში. ახლა უნდა განხორციელდეს უკვე სელექტიური შეზღუდვები არავაქცინირებულებზე და მეტი უპირატესობა მიენიჭოთ ვაქცინირებულებს და ნაკლები არავაქცინირებულს, რაც არ უნდა დისკრიმინაციულად ჟღერდეს ეს ყველაფერი და თუ ამან ორ-სამ კვირიან პერიოდში შედეგები არ იქონია, ძალიან ხისტი ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო.

თქვა ქართული ოცნების წევრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 ადამიანი.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა