[სინქრონული თარგმანი] ჩემი საქართველოში მგზავრობა ემსახურება დარწმუნებას, აღიარებას პარტნიორობისა, ესაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი რეგიონი. ჩვენ გვაქვს ინტერესი, გვაქვს საზიარო ღირებულებები, ვხედავთ მთელ რიგ შესაძლებლობებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გასაგრძელებლად. კვლავ, აქ ვარ იმისთვის, რათა ვაღიარო ის დიდი ღირებულება, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ ჩვენს პარტნიორობას.
რაც შეეხება საქართველოს წვლილს, ორივე, ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებში. მე ხაზს გავუსვამ კვლავ კრიტიკულ როლს, რომელიც საქართველომ შეასრულა ჩვენთან ერთად, მხარ და მხარ. მე ვმსახურობდი ერაყშიც და ავღანეთშიც. შემიძლია, უშუალო გამოცდილებით გითხრათ, რომ შესანიშნავი სამხედროები ჰყავს საქართველოს. მოგეხსენებათ, ეს ორი ომი არ განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობას. ჩვენ გვაქვს საზიარო ინტერესები, რომელზეც მუშაობას გავაგრძელებთ. კვლავ, მსურს, დავარწმუნო საქართველო, სამყარო ამ შესანიშნავი ურთიერთობების არსებობაში, რომელიც გვაქვს.
თქვა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა საქართველოში გამართულ პრესკონფერენციაზე. მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, საქართველოში ვიზიტის მიზნებზე.