logo
ENG


სერგეენკო: დიახ, ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება, დაგვიანებული ნაბიჯები გვაქვს
  • 1423ნახვები

ახლა რაც მიდის ვაქცინაციის მხარდაჭერის კამპანია, მას ჯერადობით აკლია როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი კომპონენტი. ეს უნდა იყოს ბევრად უფრო სისტემური კამპანია, თუნდაც როგორც წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც წალეკილი აქვს საინფორმაციო სივრცე.

ხშირად ადამიანები კითხულობენ, ვინ არის პასუხისმგებელი. ჩვენ ვერ ვხედავთ ვირუსს, მაგრამ ვართ საომარ მდგომარეობაში და საომარი მოქმედებების დროს უბრალოდ არ შეიძლება დამნაშავეების ძებნა. მთელი რესურსი უნდა იყოს მიმართული ბრძოლისკენ.

დაგვიანებული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, გვაქვს - დასახული გეგმა იყო წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაცია და ახლა არის ამის ნახევარი. დარჩენილი ორი თვე არ გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს გეგმა შესრულდება. ასე რომ, დიახ, ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა და ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ "პალიტრანიუსის" ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა