ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, "ხელისუფლებას" ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს "სასამართლოში", რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე. თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ?
წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფეისბუქზე. მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს და ის 22-ე დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს.