logo
ENG


უგულავა: 30-ში უნდა დავასრულოთ პოლიტიკური შურისძიების ეპოქა, ხალხი ოლიგარქს ეტყვის "არას"
გიგი უგულავა
23 ოქტ, 2021 22:19
უგულავა: 30-ში უნდა დავასრულოთ პოლიტიკური შურისძიების ეპოქა, ხალხი ოლიგარქს ეტყვის "არას"
  • 1750ნახვები

ნუ გამოცდით ხალხის ნებას, მშვიდი სიბრაზე მოგიღებთ ბოლოს, თქვენს პოლიტიკურ ბოგინს 30 ოქტომბერს. ყველას მინდა ვუთხრა, უნდა ვიყოთ მშვიდად როგორც არასდროს და ეს იმედგაცრუება და ბრაზი, მივიტანოთ 30-მდე და გამოვხატოთ უკლებლივ ყველამ. ამის მოთმენა აღარ შეიძლება - არც გულით და არც გონებით, ამიტომ ვიმოქმედოთ, თუმცა არ მივცეთ საფუძველი რაიმეზე წამოგვეკიდონ. 30-ში უნდა დავირაზმოთ ყველა და გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში აღარ იყვნენ პოლიტპატიმრები. სააკაშვილი უნდა იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი საქართველოში. უნდა დავასრულოთ პოლიტიკური შურისძიების ეპოქა 30-ში. ხალხი ეტყვის ოლიგარქს არას

განაცხადა ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ფოთში გიგი უგულავამ საგანგებო ბრიფინგზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა