logo
ENG


ცერცვაძე: საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია უფრო გაძლიერდეს
  • 1155ნახვები

ეპიდსიტუაცია ძალიან სერიოზულია, საგანგაშოა. ახალი შემთხვევების ზრდა სახეზეა. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ვინარჩუნებთ აი ასეთი კატასტროფულად მაღალი შემთხვევებისათვის გარდაცვალების ძალიან დაბალ პროცენტს, თუმცა ეს დაბალი პროცენტი, აბსოლუტურ რიცხვებში გამოხატული, მაინც დიდია საქართველოსთვის.

დღეს, საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მე-5 ტალღა იყოს კიდევ უფრო მძიმე ვიდრე მეოთხე. რას აკეთებს [მოსახლეობა]? კატეგორიული უარი ვაქცინაციაზე. დღეში მხოლოდ 4-5 ათასი ვაქცინა ეს არის მიზერული. მეორე, უარი პირბადეების გამოყენებაზე - 45%ია პირბადის გამოყენება საქართველოში.

მე მიმაჩნია, რომ მთავრობა არ უნდა წავიდეს შეზღუდვებზე, ძლივს გაიხსნა ეკონომიკა და ძლივს მოსახლეობამ ამოისუნთქა და უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. არამედ უნდა წავიდეს არსებული რეგულაციების კონტროლის გაძლიერებაზე.

განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.



ასევე ნახეთ
close დახურვა