logo
ENG


კობახიძე: სახალხო დამცველი რას ამბობს, არ არის მთავარი, მას აქვს პოლიტიკური მიკერძოება
  • 487ნახვები

სახალხო დამცველი რას ამბობს, არ არის მთავარი, გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველს აქვს ძალიან მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური მიკერძოება. ესეც აჩვენებს მათ შორის იმას, თუ რატომ არ შეიძლება ნაცმოძრაობამ მოიგოს თუნდაც ერთი მუნიციპალიტეტი. ჩვენ თავის დროზე გვითხრეს, რეკომენდაცია იყო, რომ ოპოზიციისთვის დაგვეთმო სახალხო დამცველის ინსტიტუტი და ნაცვლად იმისა, რომ სათანადოდ გამოეყენებინათ ეს ინსტიტუტი, მიუკერძოებელი შეფასებების გაკეთებისთვის, სახალხო დამცველი აქციეს ნაცმოძრაობის ერთ-ერთ რიგით აქტივისტად. ეს აჩვენებს იმას, რომ არცერთი ინსტიტუტის დათმობა არ შეიძლება ნაცმოძრაობისთვის.

ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ობუდსმენის განცხადებას,  რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის ციხის საავადმყოფოს მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა. ომბუდსმენის თანახმად, ის არ შეესაბამება რეკომენდაციებს და არსებობს უსაფრთხოების რისკებიც.



ასევე ნახეთ
close დახურვა