logo
ENG


მიტროპოლიტი გრიგოლი: არ მაქვს სურვილი, ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი
  • 806ნახვები

ის [მიხეილ სააკაშვილი] არ არის ჩვეულებრივი პატიმარი. ამ პატიმრის ბედი გარკვეულწილად უკავშირდება სახელმიწფოსა და ჩვენი სამშობლოს სამომავლო განვითარების ბედს. [...] ის შიმშილობს, როგორი არის ამის შედეგები, ან როგორი იქნება, ეს დასაფიქრებელია. მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი. არის შემთხვევები, როდესაც შიმშილობა კი არა, თვიმთკვლელობაც პირიქით ეთვლება ადამიანს - არა თვიმთკვლელობად. არის განსაკუთრებული შემთხვევები. პოლიტიკოსებთან მიმართებაში, ჩვენ ვერ განვსჯით ამ თემას. პოლიტიკოსისთვის ეს არის ინტსრუმენტი და მისი არჩევანია. მე მას ვუთხარი კიდეც, რომ ეს არის თქვენი არჩევანი და ალბათ, თქვენ ხვდებით და დარწმუნებული ვარ ხვდებით, რომ ამ გადაწყვეეტილების მიხედვით, თქვენ საფრთხეში აყენებთ თქვენს სიცოცხლეს და შესაბამისად, ამას თავისი შედეგები მოჰყვება და ამაზეც უნდა ვიფიქროთ

თქვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში 29-ე დღეა შიმშილობს.



ასევე ნახეთ
close დახურვა