ამ არჩევნებს შეუძლია, რომ რადიკალურად შემოატრიალოს სიტუაცია. შემოატრიალოს სიტუაცია არა ვინმეს გასარიყად, არამედ პირიქით - შერიგებისთვის, ერთიანობისთვის, ადამიანის ღირსებისთვის. ამის გარანტი არის ის მრავალფეროვანი კოალიცია, რომელიც შევთავაზეთ საზოგადოებას... ყველას ვარწმუნებ, რომ თუ ჩვენი მოქალაქეები იაქტიურებენ, და ამას თბილისში ვხედავთ, თუ ყველა მივა არჩევნებზე, არანაირი გაყალბება ქართულ ოცნებას არ უშველის...გულწრფელად მაქვს მოლოდინი იმ ცვლილების, რასაც იმსახურებს და რაც უნდა ჩვენ საზოგადოებას. მთავარია ვინმემ არ ჩათვალოს, რომ "აი ჩემს გარეშე გადაწყდება". თითო ხმა არის მნიშვნელოვანი.
განაცხადა თბილისის ვიცემერობის კანდიდატმა და დროას დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან.